„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. ამ ფორმით უპასუხა მან ამერიკის საელჩოს განცხადებას, რომ დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა.
„დღეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრისთვის. ეს არის ცალსახა და ყველაფრიდან იკვეთება. დღეს შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.