ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის „ძალიან ცუდი განვითარება“ ქვეყნისთვის და შეიძლება, სერიოზულად იმოქმედოს მის კავშირებზე ევროკავშირთან.
„ეს მოვლენების ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის“, - ნათქვამია ბორელის წერილობით განცხადებაში.
„კანონი თავისი ამჟამინდელი ფორმით შეიცავს საფრთხეს, რომ ის დამაზიანებელ გავლენას იქონიებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებზე, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ბევრ მოქალაქეზე, რომლებიც ამ ორგანიზაციების მუშაობის შედეგად იღებენ სარგებელს. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ მიზანს, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, რასაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა უჭერს მხარს. მისმა საბოლოოდ მიღებამ შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზე“, - წერია ბორელის განცხადებაში.