სალომე ზურაბიშვილი: ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს და არანაირად არ არის გასაგზავნი, გასაუქმებელია

მმართველი პარტიისგან განსხვავებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონზეა საუბარი.

„ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა და რომელიც არსაიდან მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით, გასაუქმებელია რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში, ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს.

მე პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონს ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს! არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება.

ამავე მიმართვიდან