პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის გარშემო დაიძრებიან. სამოქმედო გეგმა პროტეტის მონაწილეებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააცნო.
„მშვიდობიანად გადავდივართ, დავიძრათ და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა - რუსული ინტერესების გატარებას“, - აღნიშნა ვაშაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ხვალ იგეგმება სესია პარლამენტში და 9 მარტსაც ასევე უნდა მოხდეს მშვიდობიანი პიკეტი.
ერთი სააათის წინ ვაშაძემ ხელისუფლებას მიმართა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევისკენ მოუწოდა. მოთხოვნათა შორის იყო, 7 მარტს აქციაზე „უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება“. ვაშაძის თქმით, ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მათ მოთხოვნებს მმართველი ძალა არ გამოხმაურებია.