ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების” კანონპროექტისთვის პირველი მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კენჭისყრა და ის თუ როგორ ჩატარდა ის, საქართველოს დემოკრატიის დეგრადაციის გამოხატულებაა,
„გუშინ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოულოდნელად ჩაატარა რუსული სტილის „უცხოური აგენტების" კანონპროექტზე კენჭისყრა. იგი აბსოლუტური უმრავლესობით დამტკიცდა; წინააღმდეგ მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისცეს ხმა, ხოლო „ქართული ოცნების” ოთხმა პრინციპულმა დეპუტატმა თავი შეიკავა.
კენჭისყრა და როგორ ჩატარდა ის, საქართველოს დემოკრატიის დეგრადაციის გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი კანონად ჯერ არ ქცეულა, მმართველი პარტიის უხეში დაჟინებული მოთხოვნა მის პროგრესზე არის საგანგაშო და ასახავს მოსკოვის მზარდ ზეგავლენას თბილისში.
შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა, საბოლოო ჯამში, არის ქართველ ხალხთან და დემოკრატიასთან, რომელიც მათ წარმოადგენს”, - აღნიშნულია განცხადებაში.