ნედ პრაისი: კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის მკაფიო სურვილთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან. 

„როგორც გუშინ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს.

  • როგორც ამ დღეებში ვთქვით, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ ცოტა ხნის წინ წარდგენილი „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტით, რომელიც თუ საბოლოოდ გახდება კანონი, მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც მათ საზოგადოებაში უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ.

კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ნათელ სურვილთან. გვჯერა, რომ ამ კანონების გაგრძელება დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს.

ეს სურვილები ქართველი ხალხის მისწრაფებების გულშია, პროექტია, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების განმავლობაში მიჰყვებოდა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს ევროპასა და ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციას სურს - ეს ყველაფერი ნაწილია იმ დებატების კონტექსტში, რომლებიც ახლა თბილისში მიმდინარეობს”, - განაცხადა ნედ პრაისმა.


აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის და მისი მისწრაფებების გვერდით დგას.

„რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს მის უნივერსალურ უფლებებს.

რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში.

გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ შეგვეძლოს ამის გაგრძელება. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შეშფოთებას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი აქტორებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - განაცხადა ნედ პრაისმა.

გუშინდელი ბრიფინგიდან ნახეთ