Freedom House განცხადებას ავრცელებს.
„შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის „უცხოური აგენტების” კანონპროექტის გარშემო ძალადობის გამო. მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური უფლება დაცული უნდა იყოს ბენზინის ბომბებისგან, ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლისგან.
ასევე ვიმეორებთ ჩვენს შეშფოთებას „უცხოური აგენტების” შესახებ შემოთავაზებული კანონის გამო და კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კანონპროექტს”, - აღნიშნულია განცხადებაში.