„ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, რომელიც სულ უფრო ფართოვდება. მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, აჩვენონ, რომ ისინი არ არიან არადეკლალირებული პრორუსული ძალა, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, აჩვენონ, რომ ის, რასაც სიტყვით გამოხატავენ, რომ არიან პროევროპელები, არის არამხოლოდ სიტყვა, არამედ, რეალურად არის ის, საითაც მიდიან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. გუშინაც მივმართე მოსახლეობას, რომ მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა.
ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ, ამას მხარი დავუჭირო ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.