ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი, - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა.
"ეს კანონის უკან გაწვევა კი არაა, ეს ნიშნავს, მაცალეთ ცოტა ჩაცხრეს პროტესტი და მერე ნახავთო ყველაფერს: ციტატები განცხადებიდან:
"სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა", "მიაკრეს რუსული კანონის ყალბი იარლიყი", "რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ", "მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რონლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს", "ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი". "დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით"
ყველაფერი ნათელია!", - განაცხადა ნანუაშვილმა.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.