ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ სადავო კანონის გაწვევის თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეეტილებას მიესალმება.
„მივესალმები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას არასამათავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სადავო კანონის გამოწვევის შესახებ. საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“, – წერს ოლივერ ვარჰეი.
ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.