„კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მას მეორე მოსმენაზე გაიტანენ, თუმცა მხარს არ დაუჭერენ და ამ ფორმით ჩააგდებენ, ხოლო „ხალხის ძალამ“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ის ვერსიაც გამოიხმო უკან, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთი კანონპროექტი, რომელზეც ეს შესაძლებელი იყო, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზანვილია წერილი პარლამენტში, თავმჯდომარის სახელზე. მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს და მის გამოწვევის გზებს, მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ეს პროცედურულად გადაწყვეტს საბოლოოდ ამ საკითხს“, - განაცხადა მდინარაძემ.