დარბევაც არის „ფეიკი“, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.
- „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს
- ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს
„წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება იქნა გამოყენებული თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, კანონის შესაბამისად. თქვენ ნახეთ როგორი მოთმინებით ხვდებოდნენ სამართალდამცავები აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას და ძალადობას. ეს ძალადობა იყო უმძიმესი, პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ სამართალდამცავებს, ესროდნენ ქვებს და ათეულობით სამართალდამცავს აქვს მიღებული საკმაოდ მძიმე დაზიანება, რაზეც პასუხისმგებელი არიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რადიკალები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ, დავალებებს იძლეოდნენ და, რა თქმა უნდა, ამის აღმსრულებლები, ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო.