კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია.
„NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე შესრულდება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ რეფორმების ინკლუზიურ დღის წესრიგს, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წინ წაიწიოს”, - წერს კოლომინა Twitter-ზე.