პარლამენტში ხვალ პლენარული სხდომა ჩაინიშნა

პარლამენტში ხვალ, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომა 11:45 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება.

 პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე „ჩაგდება". 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დღეს აცხადებდა, რომ სხდომა, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი უნდა ჩააგდონ, მოგვიანებით გაიმართებოდა.

ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ 9 მარტს განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. დღესვე, საქართველოს პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა. 

რუსთაველზე აქციაზე მიმდინარეობს და იქ შეკრებილები ითხოვდნენ, დაუყონებლივ მოეწვიათ სხდომა, რათა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაეუქმებინათ.