საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, თბილისში პოლიციის მიერ ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი, ვერ შეამცირა ზიანი და დაზიანებები.
ორგანიზაციის შეფასებით, წყლის ჭავლი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია ხალხის შეკავება ან დაშლა, ან როცა ძალადობის დონემ მიაღწია იმ დონეს, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია უფრო მშვიდობიანი საშუალებებით.
ანალოგიურად, ცრემლმდენი გაზი არ უნდა იყოს გამოყენებული გადაჭარბებული რაოდენობით, ჩაკეტილ სივრცეში ან პირდაპირ ცალკეულ პირებზე. ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის ერთობლივი ინტენსიური გამოყენება შეიძლება იყოს წამება ან სხვა არასათანადო მოპყრობა და საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული“.