ემანუელ მაკრონი - საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ შეუძლია, საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს

საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ მას შეუძლია, საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს, - საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოში აამ სიტყვებით თბილისში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

„დემოკრატიული ღირებულებებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის და შეკრების თავისუფლებისთვის ქართველების ერთგულება გაგონილ იქნა.

საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ მას შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, - წერს ემანუელ მაკრონი Twitter-ზე.