გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი პარიზში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სუნაკი ემანუელ მაკრონთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, სადაც ლიდერები ლიდერები ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და მიგრაციის საკითხზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერის პირველი შეხვედრაა.