„ქართული ოცნებისთვის“ ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური მათ ევროატლანტიკურ არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში - ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების გაწვევას მისასალმებელ ნაბიჯად აფასებს. Twitter-ზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისის ყურადღებით დააკვირდება პროცესებს, რათა დაინახოს, რომ მომიტინგეები სწრაფად თავისუფლდებიან.

  • „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ გააუქმებს რუსეთის სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტს, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განსამუხტად, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს“.

„ქართული ოცნებისთვის“ ცხადი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის ნებისმიერი ჩამოშლისა და მათ ევროატლანტიკურ არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ მისი დემოკრატიის ჭეშმარიტად განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის გასაგრძელებლად“, - წერს კომისია.