ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ქართველი მეგობრების გვერდით დგას. ამ სიტყვებით ის თბილისში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. კალასის შეფასებით, ქართველებმა მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი - ეს არის გზა ევროკავშირისკენ.
„მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება, გაიწვიოს კანონპროექტი და მიჰყვეს ხალხის ნებას. ქართველებმა ხმამაღლა და მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი - ეს არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენს ქართველ მეგობრებს: ესტონეთი თქვენს გვერდით დგას ამ გზაზე“, - წერს კაია კალასი Twitter-ზე.