პარლამენტის წინ, პარტია „გირჩის“ აქცია, სახელწოდებით - „არა მონობას“ იმართება, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ არავინ არ გაიწვიონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ მთავრობა ამბობს, რომ პატრიოტია, ფიქრობს მოსახლეობაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ჯარზე, ერთ-ერთი რამ რაც მისი მოვალეობაა - შექმნას სათანადო პირობები ჯარში, გადაუხადოს ღირსეული ხელფასი [ჯარისკაცებს] და მაშინ ხალხი ნებაყოფლობით წავა ჯარში”, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.