UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა. დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება ლას ვეგასში გამართული UFC Fight Night-ის მთავარი ბრძოლა იყო.
დვალიშვილი ამ ბრძოლამდე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილზე იყო. ხოლო მისი მეტოქე - მეორეზე. ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.
„ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო - რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე. ძალიან ამაყი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს. ქართველებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ და აბსოლუტურად ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. ვიცი, რომ დღეს ბევრი უკრაინელი გულშემატკივარიც მყავდა. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება მშვიდობას. პიოტრ იანი ამბობდა, რომ მე ნული ვარ. ვინ არის ახლა ნული?!“ - ამბობს მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.