ლუქსემბურგმა უკრაინაში სასწრაფო დახმარების 14 ჯავშანტექნიკა გაგზავნა და ისინი მალე ფრონტის ხაზზე იქნებიან. ამის შესახებ ბელგიაში უკრაინის საელჩომ განაცხადა.
სასწრაფო დახმარების მანქანები გაერთიანებული სამეფოს წამყვანმა მწარმოებელმა შექმნა.
„ძალიან მალე მანქანები გაიგზავნება ფრონტის ხაზზე, სადაც ისინი შეასრულებენ თავის მთავარ ამოცანას - გადაარჩინოს ჩვენი მეომრების სიცოცხლე, რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მანქანები ასევე გამოყენებული იქნება მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.