მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია - წულუკიანი

მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია. სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ სხვაგვარად თვლის, ალბათ, იმას უნდა დავაბრალოთ, რომ არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა, იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მორიგჯერ ისე შევაფასებ, როგორც აქამდე ვაფასებდი, რომ სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, ის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელებს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან არის კრიმინალი და ჩემი აზრით, უნდა მოიხადოს ბოლომდე. სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ თვლის სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმას უნდა დავბრალოთ, რომ მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა.

ჩვენ ვიცნობთ საკუთარ ხალხს, ჩვენ გვიცნობს ჩვენი ხალხი, ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა ბუნების ხელისუფლება ჰყავს დღეს ქვეყნის სათავეში, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხი რჩება და ქართველი ხალხი რომ იყოს იქ, სადაც არის და ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ ხანდახან ამისთვის გვჭირდება არცთუ ისე პოპულარული და რთულად მისაღები კანონები. დასანანია, რომ ამ შემთხვევაში ასეთი კანონი არ მიგვაღებინეს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, რათა დავრჩეთ სუვერენული, დამოუკიდებელი და რაც მთავარია, თავაწეული, წელგამართული, ღირსეულად შევიდეთ იმ ევროკავშირში, სადაც არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი და არა ცალ ფეხზე, როგორც ამისკენ მოგვიწოდა ზოგიერთმა უღირსმა ადამიანმა. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა
ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა
8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას:

ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა
„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია
რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება
გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.