პარლამენტის თავმჯდმომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუბნდება თავის ადგილას. ამის შესახებ პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა.
მისი შეფასებით, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს და ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თავად ხომ არ აპირებს დროშის აღმართვას, როგორც ეს თავის დროზე, ყოფილმა სპიკერმა კახა კუჭავამ გააკეთა, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ლოზუნგების მოყვარული დეპუტატების მოწოდება არასერიოზულია და როცა პარლამენტის ფანჯრები იმსხვრეოდა, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრათ.
„მთავარია, დროშა მათ (ოპოზიციონერების) გულებში ფრიალებდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.