რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტია - შარლ მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილს დაუდასტურა, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპული გზის ერთგულია.

შარლ მიშელის თქმით, ის ასევე მიესალმა პრეზიდენტის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევის საკითხში.

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტი რჩება“, - წერს შარლ მიშელი.