პარლამენტთან ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აღმართეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა აღმართეს. 

მანამდე, „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.