ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო

ლიეტუვის სეიმმა 14 მარტს დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულს ჯგუს, „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობს. უკრაინული მედიის ცნობით, Baltic News Service-ი იტყობინება.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ვაგნერი არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც საფრთხეს უქმნიან ლიეტუვის სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებას.

რეზოლუციას მხარი პარლამენტის 117-მა წევრმა დაუჭირა.

„2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები და კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დაქირავებულები აქტიურად მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში.

აგრესორის მიერ ჩადენილი იყო მძიმე სისტემური დანაშაული - უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და წამება, საცხოვრებელი შენობების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა, რაც ტერორიზმს უტოლდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.