ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამოსვლების დროს ევროდეპუტატებმა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და განაცხადეს, რომ აღფრთოვანებულნი არიან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებითა და მოსახლეობით. ამ საკითხზე პეტრას აუსტევიჩუსმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა დავიწყო იმით, რომ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ის, რომ დაიჭირეს ძალიან მყარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ და მინდ გამოვთქვა სამოქალაქო საზოგადოებითა და საქართველოს მოსახლეობით ჩემი აღფრთოვანება და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია.
„დღეს საქართველოში დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მაგრამ მე მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეებრძოლება ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა.
თავის მხრივ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს.
„კოლეგებო, ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან რუსეთში.
ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან. ყველა გავიდა გარეთ და გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ არამხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენს ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის.
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
ისინი, ვინც პარლამენტში არიან, მათ უღალატეს თავიანთ მოსახლეობას, მათ საქართველოს მოსახლეობა აიძულეს, ქუჩაში გასულიყვნენ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ევროპარლამენტარ, სვენ მიქსერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის.
მიქსერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ამ კანონპროექტის მიღების მცდელობა მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია საქართველოში.
„ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა - სასამართლო რეფორმის და კანონის უზენაესობის მხრივ და საქართველოს მთავრობის მიერ მცდელობა, რომ აგენტების კანონი მიეღო, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა“, - განაცხადა სვენ მიქსერმა. თარგმანი „მთავარი არხს“ ეკუთვნის.