დანიის მთავრობა და პარლამენტის უმრავლესობა შეთანხმდნენ, რომ უკრაინას სამოქალაქო, თავდაცვისა და ეკონომიკური დახმარების სახით, დამატებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოუყონ.
თანხების უმეტესი ნაწილი დაიხარჯება სამხედრო დახმარებაზე, რომელიც შედგება იარაღის, სხვა სამხედრო აღჭურვილობისა და წვრთნებისგან.
ახლად შექმნილი ფონდის გამოყენებით, კოპენჰაგენი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ასევე დაეხმარება ქვეყანას გრძელვადიან რეკონსტრუქციაში და მხარს დაუჭერს ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც დანიურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ უკრაინის აღდგენაში.