საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ, რობერტა მეცოლას შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.
„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს ზურაბიშვილი.