რასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის ფარისევლობის სახით, უნდა გადალახონ, გადატვირთონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან არასამთავრობო სექტორზე საუბრისას განაცხადა.
„ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი გადატვირთვას საჭიროებს. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის, ფარისევლობის სახით, ეს კრიზისი უნდა გადალახონ, გადატვირთონ.
რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაცია დომინირებს ამ სფეროში, რომელიც თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს, მათი 99% დაკავებულია იმ სოციალური-საგანმანათლებლო საკითხებით, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში", - განაცხადა პაპუაშვილმა.