რუსეთის უშიშროების სამსახურის, FSB-ის მიერ შედგენილ საიდუმლო გეგმაში ასახულია მოლდოვის დესტაბილიზაციის შესახევბ რამდენიმე დეტალური ვარიანტი, მათ შორის პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერა, მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენება და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მუქარა.
CNN წერს, რომ როგორც ჩანს, დოკუმენტი შედგენილია მოლდოვის დასავლეთისკენ მიდრეკილების შესაჩერებლად, რაც მოიცავს NATO-ს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ევროკავშირში გაწევრიანებას. ის არაერთხელ მიუთითებს მოლდოვის NATO-ში გაწევრიანების პრევენციის მნიშვნელობაზე.
CNN-მა მოიპოვა სრული დოკუმენტი, რომელიც, როგორც ჩანს, 2021 წელს დაიწერა FSB-ის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის დირექტორატმა.
მისი სახელწოდებაა „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“.
გეგმა მოიცავს მოლდოვის რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების და სოციალური კონფლიქტის გაღვივებას, ასევე, დნესტრისპირეთის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად მოლდოვის ძალისხმევის დაბლოკვის მცდელობას, სადაც დაახლოებით 1500 რუსი ჯარისკაცია განლაგებული.