აშშ-მა შავ ზღვაზე ახალი დრონი RQ-4 Global Hawk გაგზავნა. უკრაინული მედიის ცნობით, Flightradar24-ის სერვისის მონაცემები ამას მოწმობს.
დრონი სიგონელის საავიაციო ბაზიდან იტალიის ქალაქ კატანიასთან აფრინდა. გარკვეული პერიოდი რუმინეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ახლა კი შავი ზღვის თავზე დაფრინავს.
ახალი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის წყლებში მას შემდეგ შევიდა, რაც შეერთებულ შტატებს 14 მარტს რუსულ სუ-27 გამანადგურებელთან შეჯახების გამო, თვითმფრინავ MQ-9 Reaper-ის ჩაძირვა მოუწია.