როგორ აფასებს უკრაინისთვის საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებას და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, უნდა იყოს თუ არა მხედველობაში მიღებული ხელისუფლების არგუმენტი, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევაში უფრო შორს ვერ წავლენ. ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოდან გამგზავრებამდე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.
„ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად, ასევე ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება. ჩვენ ვიკვლევთ რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად.
„მე ვისაუბრე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ უკრაინის დასახმარებლად გადადგა - ის მასპინძლობს უკრაინელ ლტოლვილებს. მე მესმის ის ზეწოლა, რომელსაც საქართველოსა და ქართველებზე მოსკოვი ახორციელებს, რომელიც ცდილობს უფრო მეტად დაამძიმოს ვითარება ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ხედავს რუსული ჯარების წარმომადგენლობას მის ტერიტორიაზე და რომელიც ხედავს რუსეთის ჩარევას მის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ქვეყნებს, გააკეთონ მაქსიმალურად მეტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვითი ბრძოლის მხარდასაჭერად და, რა თქმა უნდა, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს რუსული აგრესია.
ასევე, ვაცნობიერებთ, რომ ყველა ქვეყანა განსხვავებულია, მაგალითად გაერთიანებული სამეფოსთვის ბევრად უფრო მარტივია თუნდაც სამხედრო დახმარების მიწოდება, ყველა ქვეყანას ამის გაკეთება არ შეუძლია.
ჩვენ ვიკვლევთ, რამდენის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს, რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინისთვის თავდაცვაში დასახმარებლად. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებშია და ხელისუფლებაც აღიარებს ამას, რომ პრინციპები, როგორიც არის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და გაეროს კონვენცია იყოს დაცული, რადგან საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა მის ტერიტორიებში შემოჭრა, სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, რათა ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება ქართველების დასაცავად და ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად უფრო ფართო რეგიონში“,- განაცხადა კლევერლიმ.