ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink, მაიმუნის ტვინში ჩიპი ჩანერგა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს
მასკი ამტკიცებს, რომ მაიმუნი "ბედნიერია" და ის ახლა ვიდეოთამაშებს გონების ძალის გამოყენებით თამაშობს.
"ჩვენ გვყავს მაიმუნი, რომელსაც თავის ქალაში უკაბელო იმპლანტი აქვს, პატარა სადენებით, რომელსაც გონებით შეუძლია ვიდეო თამაშების თამაში. თქვნ ვერ ხედავთ სად არის იმპლანტი, ის ბედნიერი მაიმუნია”, - თქვა ილონ მასკმა.
მასკის თქმით, კომპანიაში იმედი აქვთ, რომ „დაჩიპული“ მაიმუნები ერთმანეთთან ინტელექტუალურ პინგ-პონგს ითამაშებენ.
მან პირობა დადო, რომ დაახლოებით ერთ თვეში გამოაქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც მოთამაშე მაიმუნები იქნებიან ასახულები.
ილონ მასკმა ასევე განმარტა რომ, მათი მიზანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირებით, ადამიანებს თავის და ზურგის ტვინის ტრავმების გადალახვაში დაეხმარონ. კერძოდ, იმპლანტის დახმარებით მათ ტრავმის შედეგად დაკარგულ უნარებს დაუბრუნებს.