დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ. ამასთან დაკავშირებით საუბრობს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი.
„დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის საელჩოები საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ. ამ პერიოდში გვექნება შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრებთ NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე“, - წერს კლეიტონი Twitter-ზე.
„ძლიერი და ერთიანი NATO გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ევროპაში და მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი არის შემუშავებული საქართველოსთვის 2023 წელს.
2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან იმოქმედებს, როგორც NATO-ს საკონტაქტო პირი საქართველოში. ჩვენი ორმხრივი დაცვის თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობარი. მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ თბილისში ვიზიტისას.