საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს.
„ტყუილია, ტყუილი... ჯანდაცვის მინისტრი არ იცვლება", - აცხადებს ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პოსტს ტოვებდა და მას ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანი შეცვლიდა.