დავით ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს

მწერალი დავით ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს. მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია.

"ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - განუცხადა ტურაშვილის შვილმა რადიო თავისუფლებას.

დათო ტურაშვილი 19 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულას" პირდაპირ ეთერში მაშინ გახდა ცუდად, როდესაც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრობდა.

3 დღეა, ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და „ნასედკები“ დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს - წითელსო... ამბობდა ის 19 მარტის გადაცემაში.