ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას სინამდვილეში რიგგარეშე არჩევნები არ აწყობს, რადგან არჩევნებში დამარცხდება.
„რადიკალური ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს რადიკალიზმით კვებავს, სინამდვილეში, რიგგარეშე არჩევნების არანაირი მოთხოვნა არ აქვთ. ვისაც შეიძლება რიგგარეშე არჩევნები არ აწყობდეს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რადგან პირწმინდად წააგებენ, როგორც წინა დანარჩენ შემთხვევაში.
ეს არის მათი მხრიდან ერთადერთი „ტრიუკი“, რაც გამოყენებულია, რათა რადიკალური ფრთის მომხრე საზოგადოება რადიკალური მეთოდით გამოკვებონ. ამას სხვა მიზანი არ აქვს, დარწმუნებული ვარ, რეალური მიზანი არ აქვთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.