პარტია „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი პარლამენტში საქმიანობას დღეიდან შეუდგა. თურაზაშვილმა ლევან იოსელიანი შეცვალა.
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 79- ხმით დაუჭირეს.
ცნობისთვის, პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია.