Associated Press-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების მიწოდებას დააჩქარებს.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ Abrams-ის ძველი ვერსია, M1A1, შეიძლება, უკრაინაში რვა-ათ თვეში ჩავიდეს, 31 ახალი M1A2 ტიპის ავტომობილის გადაცემის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რომლის წარმოებასა და გაგზავნას ერთი ან ორი წელი დასჭირდება.
Associated Press-ის ინფორმაციით, პენტაგონმა უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და სავარაუდოდ, ამის შესახებ 21 მარტს გამოაცხადებს.
აშშ-ის არმიის მდივანმა კრისტინ ვორმუტმა ჟურნალისტებს 23 თებერვალს განუცხადა, რომ „აბრამსის“ ტიპის ტანკები, რომლის გადაცემასაც შეერთებული შტატები უკრაინას დაჰპირდა, შესაძლოა, მომავალ წლამდეც არ ჩავიდეს უკრაინაში.
დასავლური აღჭურვილობა უკრაინას კონტრშეტევითი ოპერაციების განხორციელებაში დაეხმარება.