უნგრეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის განცხადება დაბლოკა. შესაბამისი განცხადება საერთაშორისო კომუნიკაციების საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა, ზოლთან კოვაჩმა გააკეთა.
„ყალბი ამბების შესახებ, რომ უნგრეთმა „ვეტო დაადო“ ევროკავშირის პოზიციას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერთან დაკავშირებით: უნგრეთმა აღიარა ICC-ის გადაწყვეტილება და რაიმე კომენტარის გაკეთება არ გვსურს. თუმცა, თუ უმაღლეს წარმომადგენელს (ჯოზეფ ბორელი, რედ.) ან რომელიმე წევრ ქვეყანას სურს განცხადების გაკეთება, უნგრეთი წინააღმდეგი არ იქნება“, - წერს კოვაჩი Twitter-ზე.