სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებით, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებენ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ, ყალბია.
„ზუსტად და ცალსახად შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან საქართველოს არავინ უბიძგებს ომისკენ და აშშ-ის ელჩმა თბილისში, არაერთხელ დაუდასტურა, რომ ასეთი ზეწოლა არც აშშ-ის მხრიდან არის. ეს არის დეზინფორმაცია“ , - განაცხადა ტოივო კლაარმა.