ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააკავონ ვლადიმერ პუტინი და გადასცენ ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა მათ ქვეყნებს, ამის შესახებ Washington Post-ის ცნობით, დეპუტატებს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განუცხადა.
„მოუწოდებდით თუ არა თქვენ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ გადასცენ ის (ჰააგის სასამართლოს, რედ.)“, - ჰკითხა ბლინკენს სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.
„ვინც არის სასამართლოს წევრი და აქვს მოვალეობები, უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, - განაცხადა ბლინკენმა.