კვლევა: ევროპელების 65% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მომდევნო რამდენიმე წელიწადში

Bertelsmann Foundation-ის მიერ 22 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპელების 65 პროცენტს სჯერა, რომ უკრაინა ევროკავშირში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა იყოს დაშვებული.

შედეგებმა აჩვენა, რომ 61 პროცენტი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირს, მიაწოდოს უკრაინას იარაღი რუსეთისგან თავის დასაცავად.

გარდა ამისა, ევროპელების 67%-მა მხარს უჭეს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას მაშინაც კი, თუ ეს გამოიწვევს ენერგიის მაღალ ხარჯებს მთელ კონტინენტზე.

კვლევის შედეგების მიხედვით, სულ 13000 ევროპელი გამოიკითხა.