თბილისში, მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს სხეულზე იარაღით მიყენებული დაზიანებები, ამის გარდა კი დამწვრობა აღენიშნებოდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.