კელი დეგნანი: პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვების განმავლობაში ვნახეთ.

დეგნმანმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის წლევანდელ სამიტში საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს და არა მთავრობის, ან პარლამენტის წარმომადგენელი.

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელია, როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ვნახეთ. გასული წლის სამიტს დაესწრო. ყველა ქვეყანამ გარკვეული ვალდებულებები აიღო და წლევანდელი სამიტი ამ ვალდებულებების შესრულებას შეეხება.

საქართველოს შემთხვევაში, ეს მთლიანად მთავრობის ვალდებულებები იყო, ასე რომ, დემოკრატიის გაუმჯობესების და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში დღის წესრიგის შესრულებაში, რომელიც საქართველომ თავად დაისახა საკუთარი თავისთვის, მთავრობის მონაწილეობაც არის.

როგორც ვიცი,, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გააკეთებს ვიდეომიმართვას სამიტის მეორე დღეს, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება.

ასე რომ, ვფიქრობ ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ერთგულებას ასახავს, რომელიც ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარმოდგენის მხრივ, ისევე როგორც მთავრობა, დემოკრატიის გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის მხრივ”, - განაცხადა კელი დეგნანმა ახალციხეში სტუმრობისას.