საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გერმანიისა და საქართველოს პირველი დიპლომატების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს.
ოფიციალური ვიზიტისას გათვალისწინებული შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებით დაიწყო. ის დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. დაგეგმილია სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისშიც.
ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.