"საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ ანალენა ბერბოკის თვითმფრინავის დაშვებისას პრობლემა იყო

"საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავის დაშვებისას გარკვეული სახის პრობლემა შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

რა გახდა პრობლემის მიზეზი, ამის შესახებ, მოკვლევის დასრულებამდე ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

გერმანული გამოცემის, Spiegel-ის ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა, რადგან მანამდე ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი.

ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.