გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. თბილისში ვიზიტისას მან შეხვედრები გამართა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
„თქვენ ახსენეთ დეოლიგარქიზაცია და არის თუ არა ამ მხრივ რაიმე სპეციფიკური სიტუაცია ქვეყანაში, სადაც ვიმყოფები? მე არ ვარ აქ ამისთვის ჩამოსული. მე ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება, კანონის უზენაესობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება და მხარი დავუჭიროთ ქართველებს, რათა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი მთლიანად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ჩემი ძირითადი გზავნილი ვიზიტის ფარგლებში.
მე, როგორც პოლიტიკოსი, ვიტყვი, რომ არა სისუსტე, არამედ სიძლიერეა, როდესაც მიიღებ კრიტიკას და ასევე შეასრულებ ამ კრიტიკულ შენიშვნებს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე. კარგია, რომ მოხდა გაწვევა. ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართებული გზა, ამიტომ, უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას.
ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან, ასევე გარკვეული მითითებები გარედან. ეს არ არის სისუსტე, ეს არის გაძლიერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უსვამს ხაზს, რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში შესვლის სურვილი“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.